პროექტის გეგმა
პროექტის მთავარი იდეა (თემა) - უილიამ შექსპირის შემოქმედების
გაცნობა, სონეტების თარგმანების მოძიება და მათი შედარება ორიგინალთან.
პროექტის
აქტუალობა - პროექტი
განსაკუთრებით აქტუალურია მეათე კლასის მოსწავლეებში, რადგან ამ ეტაპზე
უკვე შეუძლიათ XVI საუკუნისა და დღევანდელი ინგლისურს შორის განსხვავების დანახვა,
თარგმანების ორიგინალთან შედარება და საკუთარი აზრის გამოთქმა ამა თუ იმ
ვარიანტთან დაკავშირებით. თემატიკიდან გამომდინარე შექსპირის შემოქმედებიდან
სონეტები 16 წლის მოზარდებში მეტად აქტუალურია.
პროექტის
მიზანი - მოსწავლეები
მოიძიებენ
და
გაეცნობიან შექსპირის ბიოგრაფიას, შემოქმედებას,
სონეტებს, ნახავენ ქართულ თარგმანებს და შეადარებენ ერთმანეთს. პროექტის მიზანია
ძველ და თანამედროვე ინგლისურს შორის განსხვავების დანახვა. ორიგინალისა და თარგმანების
შედარება და ანალიზი.
ვადები
/ხანგრძლივობა - 10 დღე
მოსალოდნელი
შედეგები - მოსწავლეებს ეცოდინებათ შექსპირის შემოქმედების
მნიშვნელობა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. ქართველი მთარგმნელებიდან ეყოლებათ ფავორიტი,
რომლის თარგმანიც მათთვის უფრო მოსაწონი აღმოჩნდება. ეცოდინებათ ორიგინალისა და თარგმანის
ერთმანეთთან შედარება.
პროექტის
მსვლელობა
- ოთხი
ჯგუფი (თითოეულში 3-4 მოსწავლე) ათი დღის მანძილზე მოაგროვებს ინფორმაციას
შექსპირის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე.
თითო ჯგუფი აირჩევს თითო სონეტს და მოიძიებს ამ სონეტის თარგმანის ყველა ქართულ
ვარიანტს, შეადარებს მათ ერთმანეთთან და პრეზენტაციის სახით წარმოადგენს თითოეული
თარგმანის დადებით და უარყოფით მხარეებს. ჯგუფის წევრები მხატვრულად წაიკითხავენ
იმ სონეტის ინგლისურ და ქართულ ვარიანტებს, რომელსაც ეძღვნება პრეზენტაცია.გარდა
პრეზენტაციისა თითო ჯგუფი წარმოადგენს კედლის გაზეთს შექსპირის შემოქმედების
თემატიკაზე. პრეზენტაციების ბოლოს ჯგუფები ადარებენ ერთნამეთის გამოსვლას და
დაასახელებენ საუკეთესო პრეზენტატორ ჯგუფს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
- უცხ.ს.I.29. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი
უცხ.ს.I.35. მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.
უცხ.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია
უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი
პროექტისათვის საჭირო რესურსები - ინტერნეტი, პროექტორი, ფოტომასალა, შესაბამისი ლიტერატურა, სახელმძღვანელო.
პროექტის ხელმძღვანელი
- ნათია გავაშელიშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა - Gavashelishvili1@gmail.com
პროექტის ბლოგი - http://gavashelishvili1.blogspot.com/
No comments:
Post a Comment